გვიან ღამით მაყაშვილის ქუჩაზე არასრულწლოვანი დაჭრეს. მას სხეულზე რამდენიმე ნაკვეთი ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილი 16 წლის მოზარდი თბილისის სხვა უბანში ცხოვრობს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოზარდი ჟვანიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ოპერაცია წუხელვე ჩაუტარდა. მოხდარზე გამოძიება დაწყებულია.
სამეგრელოში აღმოჩენილ იარაღის სამალავის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სოზარ სუბარის განცხადებით ინფორმაციით სამალავში აღმოჩენილ ვიდეოკასეტებზე პატიმრების და არა მხოლოდ პატიმრების გაუპატიურებაა აღბეჭდილი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და საკრებულოს წევრი დააკავეს.
ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული ე.წ. კანონიერ ქურდი ტარიელ ფოცხვერია, მეტსახელად `ტარასა` კვლავ სასამართლოს წინაშე წარდგება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია უკვე გაავრცელა.
დაკავებულია თბილისში, `ტაო პრივატ ბანკის` ფილიალზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 20 წლის ახალგაზრდა. ის გურამიშვილის გამზირზე მდებარე ბანკში შეიარაღებული 10 ივნისს შეიჭრა.
ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული მიკაილ კადიევის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბრალდებული უდანაშაულოა და არანაირ ტერაქტთან მას და ამავე საქმეზე დაკავებულ ომაროვს კავშირი არ ჰქონიათ.
ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა შიმშილობა დაიწყო. ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნაა საკანში ტელევიზორი ჰქონდეს.