ფოთში თანამედროვე სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
03.05.12 19:43
მაღალხარისხოვანი სამედიცინო მომსახურებით დღეიდან ფოთის მოსახლეობაც ისარგებლებს. საპორტო ქალაქში ახალი საავადმყოფო გაიხსნა.
სამედიცინო ცენტრი უახლესი აპარატურით აღიჭურვა. 70-საწოლიანი კლინიკა მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდა. აქ 105 ადგილობრივი ექიმი და ექთანი დასაქმდა. კლინიკაში თანამედროვე მკურნალობის მეთოდები ინერგება.
ახალი საავადმყოფო სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბი-სი-აის" შვილობილმა კომპანიამ ”ჩემმა ოჯახმა” გაარემონტა. სულ 6 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო.
სამედიცინო ცენტრი დღეს პრეზიდენტმა დაათვალიერა და მედპერსონალს და პაციენტებს გაესაუბრა.
მანამდე კი მიხეილ სააკაშვილმა კლინიკის ეზოში შეკრებილ ფოთელებს სიტყვით მიმართა.
|