ევროკავშირის კონკურსი ჟურნალისტებისთვის04.05.12 13:00"ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" - ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში კონკურსს აცხადებს. მონაწილეებს საკონკურსოდ ონლაინ, ბეჭდვითი და სამაუწყებლო მედიისთვის შექმნილი ჟურნალისტური ნამუშევრების წარდგენა ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებზე შეუძლიათ. პროექტის გამარჯვებულები სამ კატეგორიაში გამოვლინდებიან. საუკეთესო საგამოძიებო რეპორტაჟი ან სტატია, საუკეთესო ტელე ან რადიორეპორტაჟი და საუკეთესო ვებ-გვერდი, ან ბლოგი. კონკურსის პირობები დაინტერესებულ პირებს დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა გააცნო. |
||||||||||
![]() |
||||||||||







