ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს მოსკოვის გამზირზე, 124-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ის სამართალდამცველებმა დროულად გააუვნებლეს. ასაფეთქებელი მოწყობილობა მეშვიდეკლასელმა მოსწავლემ დასახლებასთან ახლოს მდებარე ჯართის საწყობში იპოვა. თვითმხილველთა თქმით, მოზარდმა ის სახლში წაიღო. საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება.
მიხეილ სააკაშვილი შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრები ჰქონდა სენტაში, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კი მისი სახელით მიღება გაიმართა.
მოხდება თუ არა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის ”გადატვირთვა”? ამ თემაზე ტელეკომპანია ”ევრონიუსმა” ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკა ურთიერთობების მოწესრიგების მიმართულებით წინ წავა.
გიორგი მარგველაშვილმა დაადასტურა, რომ ირაკლი ალასანიამ და დავით უსუფაშვილმა იცოდნენ საპრეზიდენტო კანდიდატად მისი დასახელების შესახებ, თუმცა განაცხადა, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდენელი იყო.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ქურდული სამყაროს წევრობისთვის სამართლადამცველებმა 12 მოქალაქე დააკავეს. დაკავების სპეცოპერაცია სამეგრელოში, იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარდა. დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანი და ერთი ქალია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება 10 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ შეფასებას.