68 წლის მამაკაცი დაჭრეს წუხელ მიქელაძის ქუჩაზე. დავით სუხიაშვილი მუცლის არეში დანით დაჭრა ნოდარ უსუფოვმა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდომარეობა მძიმეა და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ინციდენტის მიზეზად სუხიაშვილის საქმიანობა სახელდება. მას სამაკლერო ბიურო აქვს. ერთ-ერთი ვერსიით, მან ნოდარ უსუფოვს ბინა გაუყიდა, თუმცა თანხა ყოფილ მეპატრონეს ბოლომდე არ გადასცა. დავაც მათ შორის ამ მიზეზით დაიწყო. უსუფოვს შემთხვევის ადგილიდან მიმალვა არ უცდია. იგი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი სახელმწიფოს აქციაში მონაწილეთა უფლებების და მათი უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ.
ავღანეთში ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ტაძარში ბიძინა ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტთან ერთად მივიდა.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციებს მართავენ. ეს ფაქტი დღეს ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა დაადასტურა.
`ევროპელი დემოკრატების`ლიდერი პაატა დავითაია პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს არ ჩავიდეს 2014 წლის ოლიმპიადაზე და არ დადგეს რუსეთის პრეზიდენტისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელის გვერდით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე დღეს გათავისუფლდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო. კონფერენციის თემაა რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
ზარალის დამთვლელი სახელმწიფო კომისია კახეთის რეგიონში სტიქიის მიერ დაზარალებულ სოფლებში გვიან ღამემდე მუშაობდა. სტიქიით დაზარალებული სოფლები - კოლაგი და ვეჯინი მოინახულა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმაც.