|
|
|
|
|
1
|
2
|
|
4
|
|
5
|
6
|
7
|
8
|
9
|
10
|
11
|
|
12
|
|
14
|
15
|
16
|
17
|
18
|
|
19
|
20
|
21
|
22
|
23
|
24
|
25
|
|
26
|
27
|
28
|
29
|
30
|
31
|
|
|





|
 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
ფუტსალის ფედერაციის განცხადება
23.05.12 14:56
ფუტსალის არაოფიციალურ ევროპის ჩემპიონატში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ნაკრებმაც მიიღო მონაწილეობა. ტურნირი ბელორუსის ქალაქ ბრესტში გაიმართა. სულ მასში 9 გუნდი მონაწილეობდა. მათ შორის რუსეთის, ბელორუსიის, ლატვიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, ნორვეგიისა და კატალონიის რეგიონის გუნდები. ეს ფაქტი დაუყოვნებლივ გააპროტესტეს შესაბამისმა ქართულმა უწყებებმა.
`აბსოლუტურად გაურკვეველ მსოფლიო ჩემპიონატზე იყო მიწვეული სამხრეთ ოსეთის ნაკრები, ახლა აბსოლუტურად გაურკვეველ ევროპის ჩემპიონატზეა მიწვეული ეს ნაკრები. უნდა ითქვას, რომ არც უეფა და არც ფიფა არ ცნობს ამ ტურნირებს და ეს არის კომერციული ტურნირი, რომელსაც ორგანიზატორებმა დაარქვეს ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ რეალურ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს,`- განაცხადა ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრმა გიორგი დარჯანიამ
|
 |
 |
|
|
|
|

|