რუსთავის განახლებული თეატრი დავით ბაქრაძემ მოინახულა
25.05.12 13:25
რუსთავის თეატრის განახლებული შენობა პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. პირველი სპექტაკლი თეატრში დღეს საღამოს გაიმართება. სარეაბილიტაციო სამუშაოები თებერვალში დაიწყო. მთლიანად განახლდა ნაგებობის ფასადი, ფოიე და დარბაზი. დამონტაჟდა თანამედროვე განათება და აუდიოტექნიკა.
ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს კულტურის მინისტრი გამოეხმაურა. გურამ ოდიშარია აცხადებს, რომ ცენტრის მუშაობაში გამოვლენილ დარღვევებს სპეციალური კომისია სწავლობს.
26 მაისთან დაკავშირებული საზეიმო მიღება ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას 26 მაისის თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს სიხარულის გაზიარებისთვის.
17 მაისს მომხდარ ფაქტებზე საუბრისას, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი სასულიერო პირების ქცევის გამო წუხილს გამოთქვამს. ილია მეორის თქმით, მიუღებელია იდეები, რომელთა დანერგვასაც საქართველოში ზოგიერთი ჯგუფი ცდილობს, თუმცა სამღვდელოების საქციელი მოსაწონი მაინც არ იყო.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
დღეს გიორგობაა. მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა გიორგის აღსრულებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვას პატრიარქი სამების ტაძარში აღავლენს.
ტაო-კლარჯეთში მყოფი ქართველი სპეციალისტები დღეს ოშკს მოინახულებენ. მანამდე კი ისინი იშხნის კომპლექსში იმყოფებოდნენ. მათ თურქ კოლეგებთან ერთად პირველი ერთობლივი მონიტორინგის შემდეგ ადგილზე საველე-სამუშაო შეხვედრა გამართეს.
კულტურის სამინისტროს დელეგაცია თურქეთში გაემგზავრა. ქართული მხარის წარმომადგენლები თურქ სპეციალისტებთან ერთად იშხნის ტაძრის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.