რიგაში რუსთაველის ბარელიეფი გაიხსნა
30.05.12 20:10
ლატვიის კულტურის მინისტრთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმა რიგაში ხელოვნების სკოლის შენობაზე შოთა რუსთაველის ბარელიეფი გახსნა.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უდიდესი ქართველი პოეტის მემორიალი ყველა ქვეყანაში უნდა არსებობდეს, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს.
"ეს არის ძალიან ლამაზი ჟესტი ლატვიის მთავრობისა და საზოგადოების მხრიდან. რუსთაველი არის საქართველო ჩვენთვის. და, როგორც საქართველოს საელჩო არის ყველგან, ასევე რუსთაველი უნდა იყოს ყველგან, სადაც არის საქართველო," - თქვა მან.
|