 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
უცნაური ნათება თბილისში
08.06.12 11:16
თბილისის ცაზე გუშინ, საღამოს 10 საათისთვის ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შეინიშნებოდა, რომლის დანახვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იყო შესაძლებელი. ის საკმაოდ დიდი სისწრაფით მოძრაობდა და კვალს ტოვებდა. ობიექტის გადაღება სამოყვარულო კამერით შეძლეს და მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ანალოგიური მფრინავი ობიექტი აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთში, ისრაელში, ლიბანში, იორდანიაში, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებშიც შენიშნეს. სპეციალისტები რაიმე ასტრონომიული ობიექტის გამოჩენას გამორიცხავენ. მათი განმარტებით, ცაზე რაკეტამ გადაიფრინა. როგორც რუსული სააგენტოები იუწყებიან, ასტრახანში რუსეთის დროით 21:39 საათზე საწვრთნელად გაუშვეს ბალისტიკური რაკეტა "ტოპოლი". ასტრახანიდან გაშვებული რაკეტის სამიზნე ყაზახეთში მდებარე სამხედრო ბაზა "სარი შაგანი" იყო.
|
 |
 |
|
|
|
|

|