ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის შავ სიაში09.06.12 20:45ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები კახა და ლაშა შუშანაშვილები აშშ-ის სახელმწიფო სახაზინო დეპარტამენტის შავ სიაში მოხვდნენ, რაც მათთვის ქვეყანაში არსებული საბანკო აქტივების გაყინვას ითვალისწინებს. ოფიციალური განცხადება ორგანიზაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. შუშანაშვილებთან ერთად, სიაში ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები თემურ მირზოევი, ვლადიმერ ვაგინი და კობა შერმაზაშვილიც შევიდნენ. აშშ-ის მთავარი საფინანსო უწყების განმარტებით, გადაწყვეტილება აშშ-ში ტრანსნაციონალურ დანაშაულებთან ბრძოლის ფარგლებში მიიღეს და ის მიზნად ისახავს მსგავსი ორგანიზებული დაჯგუფებების დასუსტებას. |
||||||||||
![]() |
||||||||||







