54 წლის ქალი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს
11.06.12 10:58
მკვლელობა მოხდა თბილისში. 54 წლის ნონა მიქაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ქალბატონს ყელის არეში მრავლობითი ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული.
მომხდარის გამო, სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს 1967 წელს დაბადებული ხვიჩა კირკიტაძე, რომელმაც დანაშაული აღიარა.
ბრალდებული სამარშრუტო ტაქსის მძღოლი იყო, რომელიც თბილისი-ზუგდიდის ხაზზე მუშაობდა. მიქაძემ ის მგზავრობის დროს გაიცნო, რის შემდეგაც კირკიტაძე სახლში დაპატიჟა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან არყის ბოთლი და სხვადასხვა საკვები პროდუქტი ამოიღეს. შემთხვევის ადგილას ნაპოვნია ქვითარიც, რომლითაც სასურსათო მაღაზიაში პროდუქტი შეიძინეს.
საქმე ისანი-სამგორის პროკურატურაში განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ხვიჩა კირკიტაძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
|