სეულში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე იმსჯელეს
12.06.12 13:30
საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე იმსჯელეს დღეს კორეაში. სეული, ჰონგ-კონგისა და შანხაის შემდეგ, აზიის მესამე მსხვილი ფინანსური ცენტრია, სადაც საქართველოს მთავრობისა და `ფაინენშელ ტაიმსის` ორგანიზებით, საინვესტიციო ფორუმი ჩატარდა.
კორეელ ბიზნესმენებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ საქართველოს მაკროეკონომიკური ვითარება, ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო.
ოფიციალური პრეზენტაციების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა და საქართველოს დელეგაციის სხვა წარმომადგენლებმა კორეელ ბიზნესმენთა შეკითხვებს უპასუხეს. ფორუმზე ცნობილი გახდა ახალი საინვესტიციო პროექტების შესახებ, რომელსაც კორეული კომპანიები საქართველოში განახორციელებენ.
|