პრეზიდენტი დღეს სენაკის რაიონის სოფელ წალიკარში იმყოფებოდა, სადაც მარცვლეულის საშრობი დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ წალიკარის მცხოვრებლებიც, რომლებსაც პრეზიდენტი გზაში შეხვდა და მასთან ერთად საშრობის დასათვალიერებლად დაპატიჟა.
პრეზიდენტმა ადგილობრივებს პირადად გააცნო სოფლის მეურეობის სექტორში მიმდინარე რეფორმები და სიახლეები.
მარცვლეულის საშრობამდე მიხეილ სააკაშვილმა და წალიკარელებმა ერთად იმგზავრეს ავტობუსით.
უახლოეს მომავალში რუსეთი საქართველოსთან საჰაერო მომოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაიწყებს. საუბარია რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე. განცხადება ამ თემაზე გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ოფილიალურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს დავით უსუფაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლების ვარდნის შესახებ საუბრობენ. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბოლო რადენიმე თვის განმავლობაში ექსპორტი და იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული.
ქართული ღვინო რუსულ მაღაზიებში უახლოეს მომავალში გამოჩნდება. განცხადება ამის შესახებ რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ გააკეთა. მისივე თქმით, ქართული ღვინის პროდუქცია უკვე საბაჟო პროცედურას გადის.
შინაგან საქმეთ მინისტრი სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებს დიპლომატებს გააცნობს. საქმე ეხება სამეგრელოში სპეციალური კამუფლაჟით დაფარულ სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებს.