პრეზიდენტი დღეს სენაკის რაიონის სოფელ წალიკარში იმყოფებოდა, სადაც მარცვლეულის საშრობი დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ წალიკარის მცხოვრებლებიც, რომლებსაც პრეზიდენტი გზაში შეხვდა და მასთან ერთად საშრობის დასათვალიერებლად დაპატიჟა.
პრეზიდენტმა ადგილობრივებს პირადად გააცნო სოფლის მეურეობის სექტორში მიმდინარე რეფორმები და სიახლეები.
მარცვლეულის საშრობამდე მიხეილ სააკაშვილმა და წალიკარელებმა ერთად იმგზავრეს ავტობუსით.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლების ვარდნის შესახებ საუბრობენ. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბოლო რადენიმე თვის განმავლობაში ექსპორტი და იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული.
ქართული ღვინო რუსულ მაღაზიებში უახლოეს მომავალში გამოჩნდება. განცხადება ამის შესახებ რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ გააკეთა. მისივე თქმით, ქართული ღვინის პროდუქცია უკვე საბაჟო პროცედურას გადის.
რუსეთის მხრიდან განხორციელებულ მორიგ პროვოკაციაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის 38-ე საერთაშორისო კონფერენციაზე.
`ნაციონალური მოძრაობის`ლიდერები სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებზე საუბრობენ და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას საგანგაშოდ აფასებენ. ბრიფინგი ამ თემაზე ცოტა ხნის წინ გია ბარამიძემ პარტიის ოფისში გამართა.
`ერთიანი ნაციონალური მოძრაობა`ქვეყანაში უმუშევრობის სწრაფ ზრდასთან დაკავშირებით შეშფოთებულია. ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, `საქსტატმა` დასაქმებასთან დაკავშირებული მონაცემები გამოაქვეყნა...
საქართველოში ეკონომიკური განვითარების პროცესი უკან მიდის, - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ `პოლიტიკოს` პრესკლუბში გააკეთა.