კიდევ ერთი იუსტიციის სახლი ზუგდიდში აშენდება. საძირკველში სპეციალური კაფსულა საქართველოს პრეზიდენტმა ჩაუშვა.
ნაგებობა დაპროექტებულია ესპანელი არქიტექტორების მიერ. 3200 კვადრატულ მეტრზე აშენებული იუსტიციის სახლი დღეში 800-მდე ადამიანს მოემსახურება. ამისთვის კი იქ დაახლოებით 100 თანამშრომელი იმუშავებს.
მშენებლობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას. იუსტიციის სახლის დასრულებას ერთი წელი დასჭირდება.
მიხეილ სააკაშვილი მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ სხვა პროექტებსაც გაეცნო.
საქართველოში ეკონომიკური განვითარების პროცესი უკან მიდის, - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ `პოლიტიკოს` პრესკლუბში გააკეთა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის კომპანია `სინათლის ქალაქის`ოფისიდან დოკუმენტაცია ამოიღო. კომპანიის დირექტორის თქმით, ორგანიზაციაში შესულია შემოსავლების სამსახურიც, რომელიც ინვენტარიზაციას ატარებს.
ქართული კონიაკი `ძველი კახეთი` რუსულ ბაზარზე რამდენიმე კვირაში შევა. ქართულ ღვინის კომპანია `კახურ მეღვინეობას` დღეს მოუვიდა რუსეთიდან დასტური ბაზარზე მათი ნაწარმის შეტანის თაობაზე.
ცოტა ხნის წინ დეპუტატ ირინა იმერლიშვილის მიერ გამოქვეუნებულ დოკუმენტაციაზე განცხადება გააკეთა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა. თემურ ჯანაშიას თქმით, ნებისმიერი თანხა...
მინერალური წყალი ბორჯომი რუსეთის ბაზარზე დაუშვეს. ამ ინფორმაციას `როსპოტრებნადზორის`ხელმძღვანელზე დაყრდნობით რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
`როსპოტრებნადზორის`ექსპერტები ქართული პროდუქციის სინჯებს ელოდებიან, რათა კომპანიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდეს და მათ პროდუქციის რუსეთში გატანის საშუალება მიეცეს.