რუსეთი ფინეთს საქართველოს მხარდაჭერისთვის აკრიტიკებს
20.06.12 11:26
ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს რევანშისტურ გეგმებს - ამ შინაარსის განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელმა ფინეთში ვიზიტისას გააკეთა.
ჰელსინკის უნივერსიტეტის ტრიბუნა ნიკოლაი მაკაროვმა იმისთვის გამოიყენა, რომ ოფიციალური ჰელსინკი საქართველოსთან და ნატოსთან თანამშრომლობის გამო გააკრიტიკებინა. სიტყვით გამოსვლის დროს ნიკოლაი მაკაროვმა განაცხადა, რომ ფინეთისა და ნატოს თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის რუსეთს, სწორედ ამის გამო ხელისუფლებამ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან თანაშრომლობაზე უარი უნდა თქვას და სამხედრო სფეროში რუსეთთან ითანამშრომლოს.
მაკაროვის განცხადებებს მალევე უპასუხეს ჰელსინკიში. ფინეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ჰელსინკი დამოუკიდებელი ქვეყანაა და თავად იღებს გადაწყვეტილებებს - ვისთან ითანამშრომლოს და რა ურთიერთობა ჰქონდეს ნატოსთან. ფინეთის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ გენერალ მაკაროვის განცხადებები არასწორ ანალიზზეა დაფუძნებული.
მშვიდობიან მანიფესტაციაზე შეკრებილთა მთავარი მოთხოვნა 17 მაისს მომხდარ ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროული რეაგირება და დამნაშავეთა დასჯა იყო.
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში დღეს სამი საათისთვის აპირებენ სარჩელის შეტანას. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს შალვა ფიფიას კანდიდატურას სთავაზობს, რომელიც დავით კირვალიძის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
პრემიერ-მინისტრის მსგავსად, პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვაზე საუბრობს არჩილ კბილაშვილიც. რუსული გაზეთის "მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ...
ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ადასტურებს, რომ გირგვლიანის საქმე ბოლომდეა გამოძიებული და უახლოეს მომავალში ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდება. კალაძე მიიჩნევს, რომ ამ საქმის გამოძიება მთავრობის ვალდებულება იყო.
ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ, სადაც გერმანიაში მცხოვრები ქართველები და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები შეიკრიბნენ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გავრცელებულ განცხადებაში ჯონ კერი ყურადღებას ამახვილებს ორი ქვეყნის პარტნიორობაზე, რაც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება.