ხუთშაბათი, 20.06.13   05:06
+19.4°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ივნისი 2013

S
M
T
W
T
F
S
2 
3 
4 
6 
7 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

იუსტიციის სამინისტროს განცხადება

21.06.12 19:56

ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება. ამის საფუძველი კონტროლის პალატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა. ამის შესახებ კიდევ ერთი განცხადება იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია: ”2012 წლის 20 ივნისს კონტროლის პალატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით. „გლობალ კონტაქტ კონსალტინგისადმი" საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად, ცალკეულ პირთა მხრიდან კვლავ გრძელდება ამომრჩევლებისთვის პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით, სატელევიზიო ანტენების გადაცემა.

"საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება, შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, არსებობს საკმარისი საფუძველი დაიწყოს გამოძიება. ამასთანავე, პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია, გამოიყენოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და გამოძიების დასრულებამდე სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული, დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების შესახებ.

"აღნიშნული მიზნად ისახავს შესაძლო დანაშაულის თავიდან აცილებას, ასევე წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას,” - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

შსს-მ ცხრა ადამიანი დააკავა

19.06.13 13:49

სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.More...video clip 

ბედუკაძე ხიდაშელს სპეციალური განცხადებით პასუხობს

19.06.13 11:43

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელაMore...video clip 

`საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო`ბედუკაძის შესახებ

19.06.13 11:54

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია. More...video clip 

ქუთაისში ოთხი პირი დააკავეს

19.06.13 15:01

ქუთაისში სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნარკორეალიზატორები არიან.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

რამზან კადიევის განცხადება

19.06.13 13:20

რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.More...video clip 

ოჯახი ოკუპანტების მიერ დაკავებული ყურწუას გათავისუფლებას ელოდება

19.06.13 12:53

უკვე მეხუთე დღეა ოჯახის წევრები ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროების ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებას ელოდებიან. იური ყურწუას ოჯახმა ის თანხაც გადახდა, რომელიც ოკუპანტებს ე.წ. საზღვრის დარღვევისათვის ჯარიმად აქვთ დაკისრებული. More...video clip 

სამეგრელოში აღმოჩენილი იარაღი თავდაცვის სამინისტროს არ ეკუთვნის

18.06.13 17:11

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სამეგრელოში საიდუმლო სამალავების აღმოჩენის ფაქტს გამოეხმაურა. ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ...More...video clip 

სუბარი სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავის შესახებ

18.06.13 16:56

სამეგრელოში აღმოჩენილ იარაღის სამალავის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სოზარ სუბარის განცხადებით, სამალავში აღმოჩენილ ვიდეოკასეტებზე პატიმრების და არა მხოლოდ პატიმრების გაუპატიურებაა აღბეჭდილი.More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company