აღსრულების ბიურო "ქართუ ჯგუფისა" და "ქართუ ბანკის" მფლობელების ვინაობით დაინტერესდა და აღნიშნულ კომპანიებს დასახელებული ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით მიმართა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ამის მიუხედავად, "ქართუ ჯგუფს" აღსრულების ბიუროსთვის აქციონერთა სია ჯერ არ გადაუგზავნია.
ჩამონათვალი უწყებამ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა.
საქმე ბიძინა ივანიშვილისთვის დაკისრებულ ჯარიმას ეხება. მას ბიუჯეტის სასარგებლოდ დაახლოებით 75 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს შალვა ფიფიას კანდიდატურას სთავაზობს, რომელიც დავით კირვალიძის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.
პრემიერ-მინისტრის მსგავსად, პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვაზე საუბრობს არჩილ კბილაშვილიც. რუსული გაზეთის "მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ...
ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ, სადაც გერმანიაში მცხოვრები ქართველები და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები შეიკრიბნენ.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გავრცელებულ განცხადებაში ჯონ კერი ყურადღებას ამახვილებს ორი ქვეყნის პარტნიორობაზე, რაც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება.
გირაოთი გათავისუფლებული ზურაბ ჭიაბერაშილი იმედოვნებს, რომ ახალი ხელისუფლება სასამართლოზე ზეწოლას ვერ მოახდენს და ისინი სიმართლის დამტკიცებას შეძლებენ. ამის შესახებ კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვანო მერაბიშვილის დაკავებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის`გენერალური მდივნის დაკავებით მას პოლიტიკას ვერ ჩამოაშორებენ.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა ოჯახმა 20,000 ლარის გირაოს თანხა გადაიხადა.