სააკაშვილი ვანის რაიონს ესტუმრა
22.06.12 20:32
საქართველოს პრეზიდენტი ვანის რაიონის სოფელ სულორის მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი სოფლის მცხოვრებლებს დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
პრეზიდენტის თქმით, ახლო მომავალში სოფელში ყველა ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი აირით. ამასთანავე, ერთ კვირაში სულორში საგზაო სამუშაოები დაიწყება, ივლისში კი ახალ საავადმყოფოს ჩაეყრება საფუძველი.
მიხეილ სააკაშვილმა საპენსიო რეფორმაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვით სექტემბრიდან ყველა პენსიონერი, გაზრდილ თანხასთან ერთად, დაზღვევასაც მიიღებს.
|