ლეიბორისტული პარტიის წევრები უარყოფენ, რომ თითქოს მათი ლიდერი ბიძინა ივანიშვილზე პირადი მიზეზით არის განაწყენებული, ვინაიდან მილიარდერმა მას 2008 წელს გულზე ჩატარებული ოპერაცია არ დაუფინანსა.
ამ თემაზე გიორგი გუგავამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და რამდენიმე დღის წინ პერიოდული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
`მომღერალმა ჭკუასელმა გაზეთის მეშვეობით გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ნათელაშვილი მისი ოპერაციისთვის საჭირო ფულზე უარის თქმის გამო გაუნაწყენდა ამ პერსონას. როგორ შეიძლებოდა ოპერაციის ფული ეთხოვა, როცა თვითონ შალვა ნათელაშვილმა 2008 წლის 30 იანვრამდე არ იცოდა, რომ ავსტრიაში სასწრაფო ოპერაციას გაუკეთებდნენ,`- განმარტა ბრიფინგზე გუგავამ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრაიმერისთვის ემზადება. გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატის პრაიმერის გზით შერჩევის შესახებ უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.
ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა შიმშილობა დაიწყო. ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნაა საკანში ტელევიზორი ჰქონდეს.
იუსტიციის მინისტრი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მხარეებმა სამართლებრივ სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. თეა წულუკიანმა ამ მიმართულებით საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ლეიბორისტების აზრით, არჩევნებში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს და ნებისმიერი პირი, რომელიც უარს განაცხადებს ხმის მიცემაზე, ადმინისტრაციული ჯარიმით უნდა დაისაჯოს.
ნაციონალური მოძრაობის ოფისში ქუთაისის მერიაში მოსალოდნელი მასობრივი დათხოვნების შესახებ განცხადება გაკეთდა. უმცირესობის წევრების განამარტებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მიმდინარე კვირაში ასობით თანამშრომელს სხვადასხვა მიზეზით დაითხოვენ სამსახურიდან.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში რეზოლუციის `რეჟიმი უნდა გასამართლდეს`საკომიტეტო მოსმენა გაიმართება. დოკუმენტს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე წარადგენს.
რუსეთის მხრიდან განხორციელებულ მორიგ პროვოკაციაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის 38-ე საერთაშორისო კონფერენციაზე.