ზურაბ ჭიაბერშვილი პენსიონერების ოჯახს ესტუმრა
25.06.12 17:55
2013 წლისთვის საპენსიო პაკეტმა 100 დოლარს უნდა მიაღწიოს – ასეთია მთავრობის გეგმა, რომელიც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა სოფელ წყაროსთავში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს გააცნო, სადაც სამი პენსიონერი ცხოვრობს. ზურაბ ჭიაბერაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახალი 140-ლარიანი საპენსიო პაკეტი სექტემბრიდან ამოქმედდება, 600 ათასამდე ასაკით პენსიონერს კი სადაზღვევო პოლისი უკვე 15 ივლისიდან გადაეცემა.
`ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ მიდის სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ იქითკენ, რომ პენსია 100 დოლარს გაუტოლდეს, რასაც მომავალ წელს აუცილებლად გავაკეთებთ. ამჟამად უკვე საზოგადოებამ კარგად იცის, რომ საპენსიო პაკეტი 140 ლარს შეადგენს და სამივე პენსიონერი ამ ოჯახის მიიღებს არა მარტო გაზრდილ პენსიას, არამედ სადაზღვევო პაკეტსაც,`- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
|