პეტრე ცისკარიშვილის გამოსვლა ევროსაბჭოში
26.06.12 10:45
ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ევროპელ კოლეგებს შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების შესახებ და წინასაარჩევნო პროცესებზე ინფორმაცია მიაწოდა. პეტრე ცისკარიშვილი სიტყვით საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე გამოვიდა.
პეტრე ცისკარიშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც უმრავლესობის აზრით, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს.
`მნიშვნელოვანია მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, რომელიც ოქტომბრის თვეში ჩატარდება. ჩვენ უკვე დავიწყეთ რამდენიმე ღონისძიების გატარება, რათა უზუნველვყოთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ამ ღონისძიებებში მონაწილეობენ, როგორც ოპოზიციის, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რაც არჩევნების შეცდომის გარეშე ჩატარების გარანტიაა. ჩვენ ვიწვევთ მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დამკვირვებლის სტატუსით, რათა დავრწმუნდეთ, რომ წინა არჩევნებში დაშვებული ხარვეზები გამოსწორებულია,`- განაცხადა ცისკარიშვილმა.
ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა რუსეთის მიერ შემოდგომაზე დაგეგმილ ფართომაშტაბიან სამხედრო წვრთნაზეც გააკეთა აქცენტი.
|