|
|
|
|
|
|
|
|
|
|
5
|
|
|
|
|
|
|
|
12
|
|
|
|
|
|
18
|
|
19
|
|
|
|
|
|
25
|
|
26
|
27
|
28
|
29
|
30
|
31
|
|
|





|
 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მხარდამჭერებთან ჩაიშალა
26.06.12 15:13
ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას სტუმრობას გორის რაიონის სოფელ მერეთში ინციდენტი მოჰყვა. ფიზიკური დაპირისპირება სოფელში მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსახლეობის ნაწილმა ივანიშვილის სტუმრობის გამო პროტესტი გამოთქვა. ნაცემია რამდენიმე ადამიანი.
ადგილობრივები ივანიშვილს 2008 წლის ომის დროს და შემდგომ პერიოდში უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. ამ დაპირისპირების გამო, ქართული ოცნების ლიდერების შეხვედრა მხარდამჭერებთან ჩაიშალა. ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრის ადგილი გაძლიერებული დაცვის დახმარებით დატოვა.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. სამართალდამცველების განცხადებით, სოფელ მერეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირთა ვინაობა დადგენილია და მათ მიმართ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
|
 |
 |
|
|
|
|

|