საქართველო მოლდოვას გამოცდილებას უზიარებს
27.06.12 11:39
სამართალდამცველ სისტემაში კორუფციასთან ბრძოლის სფეროში საქართველოს გამოცდილებაზე საუბრობდნენ მოლდოვაში გამართულ კონფერენციაზე. ქართულმა მხარემ სამართალდამცველ სისტემაში ამ მიზნით განხორციელებულ რეფორმებსა და სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება. კონფერენციაზე მიწვეული იყვნენ საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური პირები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოლდოვის პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მოლდოვაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პოზიტიურ ცვლილებებზე ჰილარი კლინტონმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება.
|