საკაბელო მაუწყებლის ახალ ვალდებულებებზე კანონს კენჭი უყარეს
28.06.12 19:43
პარლამენტმა საკაბელო მაუწყებლის ახალ ვალდებულებებს პირველი მოსმენით კენჭი უყარა. პროექტის განხილვა დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს, ამიტომ ხვალ მას უკვე მეორე მოსმენით დაამტკიცებენ.
81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, დეპუტატებმა კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცეს.
სხდომის დასრულებისთანავე გაიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც დეპუტატებმა დოკუმენტი მეორე მოსმენისთვის მოამზადეს.
ყველა საკითხზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, სადავო რჩება ერთადერთი - ვადების საკითხი.
კანონპროექტს მეორე მოსმენით დეპუტატები ხვალ განიხილავენ.
|