გილაური იაპონელ კოლეგას შეხვდა
28.06.12 20:59
საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს იაპონიაში მართავს. ნიკა გილაური დღეს იაპონელ კოლეგას იოშიჰიკო ნოდას შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერაზე.
პრემიერებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტები. დღესვე ქართველი მინისტრი ბიზნესწრეების იაპონელ წარმომადგენლებს შეხვდება.
დღეს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იაპონია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. იაპონია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო აშშ-ის შემდეგ, რომელმაც ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტები აღიარა.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ იაპონია გეგმავს ინვესტიციების გაზრდას საქართველოში, სხვადასხვა სფეროში. იაპონელები, ძირითადად, ინტერესდებიან ჰესების მშენებლობით.
გარდა ამისა, იაპონიის საინვესტიციო ბანკი "ჯაიკა" გეგმავს, რომ საქართველოში გაზარდოს კაპიტალდაბანდება. მან უკვე განახორციელა 200 მილიონის ინვესტიცია და ამ თანხით კეთდება ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, უახლოეს მომავალში, გეგმავენ საქართველოში ვიზიტს, რათა კონკრტული პროექტების კონკრეტული დეტალები უკევ თბილისში განიხილონ.
|