საკაბელო ტელევიზიებისთვის ახალი ვალდებულებების შესახებ კანონ-პროექტს დაამტკიცებენ დეპუტატები დღეს საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაზე. ცვლილების მიხედვით, სიხშირულ და სატელიტურ მაუწყებლებს სახელმწიფო ყველა სატელევიზიო არხის ტრანსლირებას ავალდებულებს. ინიციატივას მხარს საპარლამენტო უმცირესობაც უჭერს, თუმცა ოპოზიცია ვადების გაზრდას ითხოვს. კანონპროექტის თანახმად, არხების ტრანსლირება არჩევნებამდე 60 დღით ადრე დაიწყება და 24 საათით ადრე დასრულდება. საპარლამენტო ოპოზიცია ამ ვადის გაზრდას 90 დღემდე ითხოვს. ანუ იმ დრომდე, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს. სავარაუდოდ, ვადა იმ შემთხვევაში გახანგრძლივდება, თუ მეორე ტური დაინიშნება. დოკუმენტს `სავალდებულო ტრანზიტის` ანუ `მასტ ქერის` შესახებ დაჩქარებული წესით განიხილავენ. კანონპროექტს პირველი მოსმენით 81 დეპუტატიდან მხარი ყველამ დაუჭირა. დღეს კი მას მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.
ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ორგანიზაცია `იდენტობის`მიერ დაგეგმილი აქცია რუსთაველის გამზირზე ჩაიშალა. ამის მიზეზი აქციის მოწინააღმდეგეთა შეკრება გახდა.
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილმა მოქალაქეებს, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს მოუწოდა იმოქმედონ კანონის ფარგლებში.
საპარლამენტო უმცირესობამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანოპროექტთან დაკავშირებული ინიციატივა გუშინ გააჟღერა. უმრავლესობის წარმომადგენელმა პაატა ზაქარეიშვილმა და უმცირეობის ეს შეთავაზება `წუწაობად` შეაფასა.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი სახელმწიფოს აქციაში მონაწილეთა უფლებების და მათი უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ავღანეთში ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ტაძარში ბიძინა ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტთან ერთად მივიდა.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციებს მართავენ. ეს ფაქტი დღეს ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა დაადასტურა.
`ევროპელი დემოკრატების`ლიდერი პაატა დავითაია პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს არ ჩავიდეს 2014 წლის ოლიმპიადაზე და არ დადგეს რუსეთის პრეზიდენტისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელის გვერდით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო. კონფერენციის თემაა რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.