სააპელაციო სასამართლომ ივანიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა
29.06.12 11:08
სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც 27 დეკემბერს იქნა გამოტანილი. აღნიშნული გადაწყვეტილება ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში 21 იანვარს გაასაჩივრეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" ლიდერს შეუძლია 21 დღის განმავლობაში უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს.
სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია.
ქუთაისში სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნარკორეალიზატორები არიან.
რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.