|
|
|
|
|
|
|
|
|
|
5
|
|
|
|
|
|
|
|
12
|
|
|
|
|
|
|
|
19
|
|
|
|
|
24
|
25
|
|
26
|
27
|
28
|
29
|
30
|
31
|
|
|





|
 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
უხვმა ნალექმა დასავლეთ საქართველო დააზარალა
29.06.12 11:16
დასავლეთ საქართველოში მოსულმა ძლიერმა წვიმამ მოსახლეობა დააზარალა. უამინდობის გამო განადგურებულია გზები, დამეწყრილია სახლები და ადიდებული მდინარეები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. სამეგრელოს სოფლებში ეზოები ისე დაიტბორა, რომ ხალხი სახლებიდან ვერ გამოდის. მათი ნათესები წყალმა წაიღო, შინაური პირუტყვი კი დაიხოცა.
წალენჯიხის რიონში, ლეწუწუნეს ხევში მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი 200-მეტრიანი გზა მთლიანად წაიღო, სოფელი მთელი ღამის განმავლობაში მოწყვეტილი იყო გარესამყაროს, მოსახლეობამ დილით მხოლოდ საფეხმავლო გზით შეძლო სოფლის დატოვება. ღამის 4 საათზე მოვარდნილი ღვარცოფის გამო, ერთი ადამიანი დაშავდა. მამუკა ნაჭყებია ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელით სასწრაფო მანქანამდე მიიყვანა. მას მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა და ზუგდიდის საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
წვიმიანი ამინდი საქართველოში კიდევ ერთ კვირას შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, იწვიმებს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა დაეცემა და 25 გრადუსი იქნება.
მეტეოროლოგების ვარაუდით, აღმოსავლეთ საქართველოში წვიმას თან სეტყვაც დაემატება. იწვიმებს თბილისშიც.
|
 |
 |
|
|


|
|
|

|