პრეზიდენტმა სტიქიის ზონა მოინახულა
29.06.12 20:38
პრეზიდენტი სტიქიის ზონაში. მიხიელ სააკაშვილი წალენჯიხის რაიონის სოფელებში ჩავიდა და მეწყრისგან ჩაკეტილ უბნებში შევიდა. პრეზიდენტმა ყველა დაზარალებული ოჯახი მოინახულა და ადგილობრივ ხელისუფლებას დავალებები მისცა.
პრეზიდენტთან ერთად, სტიქიის ზონაში სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი იმყოფებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა მათგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია შექმნილი ვითარების შესახებ.
პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს სახლების დროულად აღდგენისა და მოსახლეობისათვის კომპენსაციის გაცემის დავალება მისცა.
მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელოში მომხდარი წყალდიდობის გამო, აზერბაიჯანის დედაქალაქში ვიზიტი დღეს მოულოდნელად შეწყვიტა. საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში "Crans Montana" ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა.
წუხელ გადაუღებელმა წვიმამ სამეგრელოს მოსახლეობა დააზარალა. სტიქიის შედეგად, სამეგრელოში 100-მდე ოჯახი დაზარალდა. შექმნილია საგანგებო შტაბი და ითლიან ზარალს.
|