საქართველოში 4 ივლისს ჰერმან ვან რომპეი ჩამოვა
02.07.12 12:05
4 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება. ჰერმან ვან რომპეი რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრას გამართავს მათ შორის შედგება პირისპირ საუბარი პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროში აცხადებენ, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის გარღმავებას ქვეყანაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
`ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ევროკავშირთან ერთიერთობას, შესაბამისად, ყველა მოქმედი ინსტრუმენტისა თუ ინსტიტუტის ფარგლებში, ვიზიტი მნიშვნელოვანია, რამდენადაც, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ ყველა მიმდინარე საკითხზე მათთან დეტალურად ვისაუბროთ, თუმცა ამ შემთხვევაში ასევე გვექნება შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ საკითხებს შევეხოთ. ამავდროულად, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა,`- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
|