სამეგრელოში სტიქიის შედეგების აღმოფხვრა მიმდინარეობს
02.07.12 13:59
სამეგრელოს რეგიონის ოთხ რაიონში სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ და სარეაბილიტაციო პროექტების განსახორციელებლად დამატებითი ტექნიკა მუშაობს. პარალელურ რეჟიმში, ერთდროულად მიმდინარეობს მუშაობა გზების, ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენაზე.
სპეციალური ჯგუფები ზრუნავენ ძლიერი წვიმებისა და მეწყრისაგან დაზიანებული სახლების რეაბილიტაციაზეც. მოქალაქეებს საამშენებლო მასალა ურიგდებათ.
ამ დრომდე უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები საჯარო სკოლის შენობაში არიან გადაყვანილები. ადგილზე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ექსპერტები, ისინი სასოფლო- სამეურნეო სავარგულებისა და მოსვალისათვის მიყენებულ ზარალს ითვლიან.
|