ჯონ ბასმა ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეები დააჯილდოვა
02.07.12 16:29
ახალგაზრდული პოლიტიკური დებატები დასრულებულია. 2010 წელს დაწყებული პროექტის მონაწილეებს დღეს სასტუმრო `ბეტსში` სერტიფიკატები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა გადასცა.
ახალგაზრდულ პროექტში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ შორის გამარჯვებულად კი ქრისტიან-დემოკრატები დასახელდნენ. პოლიტიკური დებატების მესამე სატელევიზიო ეთერი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტროს მიერ იყო ორგანიზებული.
სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია.
ქუთაისში სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნარკორეალიზატორები არიან.
რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.