ლეიბორისტულმა პარტიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა. გიორგი გუგავას თქმით, ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.
ლეიბორისტების ლიდერი ასევე დარწმუნებულია, რომ ამ შეთანხმების და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა და `ქართული ოცნება` კოალიციურ მთავრობას ჩამოაყალიბებენ.
პრემიერ-მინისტრის მსგავსად, პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვაზე საუბრობს არჩილ კბილაშვილიც. რუსული გაზეთის "მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ...
სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს შალვა ფიფიას კანდიდატურას სთავაზობს, რომელიც დავით კირვალიძის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.
ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ, სადაც გერმანიაში მცხოვრები ქართველები და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები შეიკრიბნენ.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გავრცელებულ განცხადებაში ჯონ კერი ყურადღებას ამახვილებს ორი ქვეყნის პარტნიორობაზე, რაც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება.
გირაოთი გათავისუფლებული ზურაბ ჭიაბერაშილი იმედოვნებს, რომ ახალი ხელისუფლება სასამართლოზე ზეწოლას ვერ მოახდენს და ისინი სიმართლის დამტკიცებას შეძლებენ. ამის შესახებ კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვანო მერაბიშვილის დაკავებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის`გენერალური მდივნის დაკავებით მას პოლიტიკას ვერ ჩამოაშორებენ.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა ოჯახმა 20,000 ლარის გირაოს თანხა გადაიხადა.