|
|
|
|
|
|
|
|
|
|
5
|
|
|
|
|
|
|
|
12
|
|
|
|
|
|
|
|
19
|
|
|
|
|
24
|
25
|
|
26
|
27
|
28
|
29
|
30
|
31
|
|
|





|
 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში
03.07.12 15:11
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი და ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატები პარლამენტში შეიკრიბნენ. მთავრობის მომავალმა წევრებმა დეპუტატებს სამოქმედო გეგმა და შესაბამისი დარგების განვითარებაზე მათი შეხედულებები გააცნეს. შეხვედრა დარგობრივი ეკონომიკის, აგრარული და ჯანდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გაიმართა.
ვანო მერაბიშვილმა ის ფუნქციები განმარტა, რომელიც ახლად შექნილ უწყებას - დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატს ექნება.
`ჩვენი დევიზი და ლოზუნგია - მეტი სარგებელი ხალხს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი - ეს არის დასაქმება. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომელი პროფესიის ადამიანები პოულობენ ყველაზე ნაკლებად სამსახურს, ამ ახალი სამინისტროს ფუნქცია იქნება არა მარტო მოიპოვოს ინფორმაცია, არამედ განსაზღვროს სახელმწიფოსა და ამ ადამიანების ურთიერთობების ქმედებები, შექმნას რეესტრი, როგორც უმუშევრების, ასევე სამსახურის მაძიებლების და ასე შემდეგ, რათა ჩვენ გვქონდეს საშუალება, რომ იმ რესურსებით, რომელიც გაგვაჩნია, შევძლოთ ამ პრობლემების მოგვარება,`- განაცხადა მერაბიშვილმა.
|
 |
 |
|
|

სხვა ახალი ამბები
ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ გვიან ღამით ქუთაისიდან თბილისში გადმოიყვანეს.
ვანო მერაბიშვილის მეუღლე საქართველოში დაბრუნდა. თაკო სალაყაია თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. ყოფილი პრემიერის მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა თბილისის მერი. 
ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების ფაქტს ევროპის სახალხო პარტია ეხმაურება. პარტიის პრეზიდენტის თქმით, დაკავებები სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯია ქართული დემოკრატიისთვის, რადგან ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი...
ვიცე–პრემიერი 17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე კომენტარს აკეთებს. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ კანონდამრღვევთა პასუხისმგებლობის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
17 მაისს მომხდარ ფაქტებზე საუბრისას, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი სასულიერო პირების ქცევის გამო წუხილს გამოთქვამს. ილია მეორის თქმით, მიუღებელია იდეები, რომელთა დანერგვასაც საქართველოში ზოგიერთი ჯგუფი ცდილობს, თუმცა სამღვდელოების საქციელი მოსაწონი მაინც არ იყო.
19 მაისს, პოლიციის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებისას, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილსა და სხვებს, რომელთაც 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მომხდარი ძალადობა დაგმეს. 
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-მა" მიიღო გადაწყვეტილება მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის აღკვეთის ღონისძიების განმხილველი სასამართლო სხდომის ტრანსლაციის თაობაზე.
ქუთაისში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს. პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი პირები სამართლიანობის აღდგენას და დაკავებულთათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.

|
|
|

|