დუმბაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილთა ვინაობა ცნობილია
04.07.12 11:21
რუსული მედია რომან დუმბაძის მკველობაში ეჭვმიტანილთა ვინაობას ასახელებს - დაკავებულია 26 წლის მიხეილ ტონია და კიდევ ორი პირი. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თორნიკე კვირიკაშვილი კი იძებნება.
გადამდგარი გენერალი რომან დუმბაძე 21 მაისს მოსკოვის ცენტრში ორმა ნიღბიანმა ჩაცხრილა. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი ადამიანი გუშინ დააპატიმრეს. გამოძიების ცნობით, სამივე დანაშაულის უშუალო მონაწილეა. თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ ერთ-ერთი დაკავებული - მიხეილ ტონია მოწმის სახით იყო დაბარებული და დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ტონია ამ საქმეში შემთხვევითაა გარეული. ის მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ ძებნილი კვირიკაშვილი მის ბინაში ხანდახან რჩებოდა ხოლმე.
სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია.
ქუთაისში სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნარკორეალიზატორები არიან.
რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.