`ქართული ოცნება` დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს
04.07.12 15:30
ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს დაკისტებული ჯარიმის გადახდას და ამის ერთ-ერთი მიზეზი უსახსრობაა. ამ თემაზე კოალიცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ივანიშვილი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამასთან ერთად კოლიციის ანგარიშზე არ არის საკმარისი თანხა დაკისრებული ჯარიმის გადასახდელად.
`ჯარიმის გადახდას კოალიცია `ქართული ოცნების` სუბიექტები არ აპირებენ ორი მიზეზის გამო: ერთი ის, რომ დაკისრებული ჯარიმა არის აბსოლუტურად უკანონო, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, მეორე მიზეზი არის ის, რომ პარტიას ანგარიშზე არ გააჩნია არათუ ეს თანხა, არამედ ბევრად ნაკლებია დღეს ჩვენს ანგარიშზე არსებული რეალური თანხა,`- განაცხადა კობახიძემ.
|