ორშაბათი, 20.05.13   21:19
+16.1°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

პრემიერ-მინისტრმა დასაქმების პროგრამა დაამტკიცა

07.07.12 20:46

ახალმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოს საკმაოდ ამბიციური პროგრამა წარუდგინა და მთავარი ვალდებულების შესასრულებლად - უმუშევრობის დასაძლევად ახალი უწყება შექმნა.

დასაქმების სამინისტრო მსურველებს სამუშაო ადგილების პოვნაში დაეხმარება. პროგრამა დღეს პრემიერმა დაამტკიცა.

სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის ცენტრი "ექსპო ჯორჯიას" ორ პავილიონში გაიხსნება. აქ მოიყრის თავს ინფორმაცია მთელი საქართველოდან. თუმცა მანამდე აქ უკვე ორშაბათიდან ოპერატორებისა და სოციალური მუშაკების გადამზადება დაიწყება. ტრენინგის გავლის შემდეგ ისინი დასაქმების აგენტები იქნებიან. 25 ივლისიდან საქართველოს 25 დიდ ქალაქში სწორედ ისინი შევლენ ყველა მოსახლის ოჯახში და შეაგროვებენ ინფორმაციას დასაქმების მსურველთა შესახებ. 

პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს დამტკიცებული პროგრამის მიხედვით, ყველა სტრუქტურა, რომელსაც მოსახლეობის აღრიცხვასთან აქვს შეხება, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიაწოდებს. სააგენტოსთან ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების გარდა, ითანამშრომლებს სტატისტიკის სამსახურიც. სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის ცენტრში ინფორმაციის შეკრებისთვის და ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნისთვის, ასევე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კონკრეტული ვადაა დაწესებული. საბოლოო მონაცემები 9 ნოემბრისთვის უკვე მზად უნდა იყოს, რის შემდეგადაც ბაზა დასაქმების სამინისტროს გადაეცემა.

უკვე დამტკიცებული გეგმის თანახმად, სამუშაოს მაძიებელთა ერთიან ბაზაში მონაცემების შეტანის უფლება ექნება ყველას 15 წლიდან საპენსიო ასაკის ჩათვლით.

photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ვანუატუმ აფხაზეთის აღიარება გააუქმა

20.05.13 15:26

ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა - ამის შესახებ ვანუატუს პრემიერ-მინისტრმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.More...video clip 

ბაკურციხეში სტიქიით დაზარალებულებმა აქცია გამართეს

20.05.13 15:06

ბაკურციხეში საპროტესტო აქციაზე გამოსული ადამიანები პოლიციამ მაგისტრალიდან იძულებით გაიყვანა. გურჯაანის რაიონის ხუთი სოფლის მოსახლეობა იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც მათ ერთი კვირის წინ სტიქიის შედეგად მიადგათ. More...video clip 

საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

20.05.13 15:46

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია 17 მაისის მოვლენების გამო ნიდერლანდის სამეფოში საქართველოს ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. More...video clip 

ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

20.05.13 17:52

ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დავით ზალკანიანს პასუხობს

20.05.13 17:42

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებებს პრეზიდენტისა და საგარეო უწყების ვიზიტების არაკოორდინირებული მუშაობის შესახებ. More...video clip 

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება

20.05.13 15:42

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს თბილისში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.More...video clip 

გიორგი შოვნაძე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს

20.05.13 12:55

გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელი გიორგი შოვნაძე მისი გათავისუფლების მიზეზებს აბსურდულს უწოდებს. გარემოს დაცვის მინისტრი კი განმარტავს, რომ გიორგი შოვნაძე შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების გამო იქნა თანამდებობიდან გათავისუფლებული.More...video clip 

საგარეო უწყება პრეზიდენტს პასუხობს

20.05.13 12:27

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ოკუპირებული ტერიტორიების თემაზე უფრო აქტიური მუშაობის აუცილებლობასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს.More...video clip 


  სრული პროგრამა
რელიგიური უმცირესობა 17 მაისზე საუბრობს
ჩამორთმეული მანქანები
რა მოხდა კიევში
Comedy-შოუ

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company