ეუთო საპარლამენტო ასამბლეა საქართველოზე რეზოლუციას კენჭს უყრის
09.07.12 14:25
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დღეს საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას კენჭი უნდა უყარონ. დოკუმენტი გუშინ უკვე მიიღო პოლიტიკურმა კომიტეტმა. წინააღმდეგი მხოლოდ რუსეთი იყო.
რეზოლუციაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით, პირველად იყენებს ტერმინ "ოკუპაციას". საუბარი შეეხება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულებასა და დევნილების უპირობო დაბრუნებას, ასევე ოკუპანტების და საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩატარებულ ეთნოწმენდას.
დოკუმენტის ავტორი პოლონელი დეპუტატი მიხეილ შჩერბაა.
დღესვე კენჭს უყრიან ეუთოს ვიცე-სპიკერის თანამდებობას. ექვს კანდიდატს შორის ერთ-ერთი გიგი წერეთელია.
მონაკოში მიმდინარე ეუთოს შეხევდრებში მონაწილეობს ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინიც. გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ მხარდაჭერას და ქვეყნისთვის აუცილებელი თავდაცვის იარაღის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
|