პარასკევი, 24.05.13   12:50
+25.2°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ბაქრაძემ ფრანგ სენატორებს უმასპინძლა

09.07.12 18:44

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გაეროში აფრიკის ქვეყნების ელჩები მიიღო. საუბრისას განიხილებოდა ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოში გატარებული რეფორმები და ახალი პროექტები. შეხვედრა პარლამენტში გაიმართა. აფრიკის ქვეყნების ელჩები საქართველოში რამდენიმე დღეს დაჰყოფენ.

დღესვე პარლამენტის თავმჯდომარემ ფრანგ სენატორებსაც უმასპინძლა.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ვიზიტამდე კი ფრანგი სენატორები დღეს ოკუპირებულ რეგიონთან, ე.წ. საზღვარზე იმყოფებოდნენ.

საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოდან დელეგაცია თბილისში მე-9 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისათვის ჩამოვიდა.

ახალგორის რაიონის სოფელ ოძისში კი ვითარების გასარკვევად ფრანგი სენატორები დილიდან ჩავიდნენ. მათ დევნილ მოსახალეობასთანაც გამართეს შეხვედრა.

"გვსურდა ჩვენი თვალით გვენახა, როგორ გამოიყურება ოკუპაცია თქვენს ქვეყანაში და როგორია საქართველოში საერთაშორისო ნორმების დარღვევის შედეგი. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა მოგვარდება," - განაცხადა საფრაგეთის სენატის წევრმა ანრე რეშარდმა.

"ჩვენ ვართ იმის მოწმეები, თუ როგორ იყენებს მეზობელი სახელმწიფოს მიმართ ძალას ძლიერი მეზობელი. იმის თაობაზე, რაც აქ ვნახეთ, ამბავს საფრანგეთის სენატში ჩავიტანთ. მანამდე კი დევნილებს შევხვდებით და მათ მდგომარეობას გავეცნობით," - განაცხადა საფრანგეთის სენატის წევრმა ნატალი გულემ.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ჭიაბერაშვილი იმედოვნებს, რომ სიმართლის დამტკიცებას შეძლებს

24.05.13 10:45

გირაოთი გათავისუფლებული ზურაბ ჭიაბერაშილი იმედოვნებს, რომ ახალი ხელისუფლება სასამართლოზე ზეწოლას ვერ მოახდენს და ისინი სიმართლის დამტკიცებას შეძლებენ. ამის შესახებ კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. More...

გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა 17 მაისს მომხდარი ძალადობა დაგმეს

24.05.13 11:58

ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ, სადაც გერმანიაში მცხოვრები ქართველები და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები შეიკრიბნენ.More...

ჯონ კერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

24.05.13 11:49

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გავრცელებულ განცხადებაში ჯონ კერი ყურადღებას ამახვილებს ორი ქვეყნის პარტნიორობაზე, რაც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება. More...

დიმიტრი შაშკინი მერაბიშვილს დიდი წონის პოლიტიკოსს უწოდებს

23.05.13 15:23

ვანო მერაბიშვილის დაკავებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის`გენერალური მდივნის დაკავებით მას პოლიტიკას ვერ ჩამოაშორებენ.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ჭიაბერაშვილმა საპატიმრო გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა

23.05.13 12:16

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა ოჯახმა 20,000 ლარის გირაოს თანხა გადაიხადა.More...video clip 

გიორგი მარგველაშვილი 17 მაისის შესახებ კომენტარს აკეთებს

23.05.13 11:29

ვიცე–პრემიერი 17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე კომენტარს აკეთებს. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ კანონდამრღვევთა პასუხისმგებლობის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.More...video clip 

საპატრიარქო 17 მაისს მომხდარ ძალადობას გმობს

23.05.13 11:11

17 მაისს მომხდარ ფაქტებზე საუბრისას, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი სასულიერო პირების ქცევის გამო წუხილს გამოთქვამს. ილია მეორის თქმით, მიუღებელია იდეები, რომელთა დანერგვასაც საქართველოში ზოგიერთი ჯგუფი ცდილობს, თუმცა სამღვდელოების საქციელი მოსაწონი მაინც არ იყო.More...video clip 

აშშ-ის საელჩო 17 მაისს მომხდარ ძალადობას გმობს

23.05.13 11:05

19 მაისს, პოლიციის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებისას, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილსა და სხვებს, რომელთაც 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მომხდარი ძალადობა დაგმეს. More...video clip 


  სრული პროგრამა
`შინი``ნანუკას შოუში`
ლევან აბაშიძე - 50
პოზიცია - ხმაურიანი დაკავება
ოლესია თავაძის სამყარო

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company