კვირა, 19.05.13   09:27
+21.9°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

`ენ-დი-აიმ` ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

10.07.12 20:25

აშშ-ის "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. `ენ-დი-აის` კვლევა 4-დან 22 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. მასში ასახულია მოსახლეობის დამოკიდებულება დემოკრატიის, რეფორმების, საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხების მიმართ.

ტრადიციულად, ამერიკულმა ორგანიზაციამ პოლიტიკური რეიტინგები არ გაასაჯაროა და მხოლოდ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე გაამახვილა ყურადღება.

`ენ-დი-აის` კვლევის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის გამოკითხულთა 58 პროცენტი სამუშაო ადგილებს ასახელებს, 33 % -ტერიტორიულ მთლიანობას, ამდენივე - ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, 27 % - სიღარიბეს და 21% - პენსიებს.

კვლევის პერიოდში გამოკითხულთა 69 % თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს.

კითხვაზე - როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა - პასუხები ასე გადანაწილდა: გამოკითხულთა 53 % მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 23% კი საპირისპიროს ადასტურებს.

კითხვაზე - ”საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია?” - გამოკითხულთა 38-მა პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა, 43-მა - უარყოფითი

გამოკითხულთა 32 % მიიჩნევს, რომ საქართველო უფრო დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას; 22% ფიქრობს, რომ საქართველო ჯერ არ არის დემოკრატიული, მაგრამ ქვეყანა ამ მიმართულებით ვითარდება; 19% აცხადებს, რომ საქართველო მხოლოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არის დემოკრატიული; 15% კი მიიჩნევს, რომ საქართველო მომავალში შესაძლოა გახდეს დემოკრატიული, თუმცა ამჟამად ამ მიმართულებით არ ვითარდება.

ენდიაის კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 58 % სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება მოსაზრებას, რომ არსებული ხელისუფლება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ატარებს, ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ან საერთოდ გამოკითხულთა 33% არ ეთანხმება.

ამომრჩეველთა სიის დაზუსტებისთვის შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის საქმიანობა ძირითადად ეყრდნობა ამომრჩეველთა სიის კარდაკარ გადამოწმების მეთოდს. იცოდით თუ არა ამ კომისიის შესახებ? ამ კითხვაზე გამოკითხულთა 78-მა პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა.

ამდენივე გამოკითხული მიიჩნევს, რომ ამ კომისიის საქმიანობა გააუმჯობესებს ამომრჩევლის სიებს. უარყოფითი პასუხი ამ კითხვაზე 9 პროცენტმა გასცა.

აშშ-ის "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 55 % მიიჩნევს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძალიან ან მეტნაკლებად კარგად ჩატარდება. 21 პროცენტი კი ფიქრობს, რომ არჩევნები ნაწილობრივ ან სრულად გაყალბდება.

გამოკითხვის მიხედვით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მთავარი დაბრკოლება ამომრჩეველთა მოსყიდვაა, ასე ფიქრობს გამოკითხულთა 22 %.

ენდიაის კვლევებში საგარეო ურთიერთობებზეც არის საუბარი, გამოკითხულთა 44 მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს.

საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, - საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, - გამოკითხულთა 70 პროცენტისათვის მისაღებია, ნატოს წევრობას 62 % უჭერს მხარს, პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდება რუსეთთან დიალოგის გამართვის შესახებ იმ პირობით, თუ რუსეთი გაიწვევს საელჩოებს აფხაზეთიდან და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან, მისაღებია 55 პროცენტისთვის, ამდენივე მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, დადებითი პასუხი 75-მა პროცენტმა გასცა. არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გამოკითხულთა 25 % არ გეგმავს.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

საპროტესტო აქციას დაპირისპირება მოჰყვა

18.05.13 21:12

შეკრება გუშინ გამოვლენილი ძალადობის დასაგმობად დღეს მთავრობის კანცელარიის შენობასთან გაიმართა, თუმცა ადგილზე მისულ აქციის მონაწილეებს იქ ისევ მათი მოწინააღმდეგეები დახვდნენ.More...

`იდენტობის` მიერ ორგანიზებული აქცია ძალადობაში გადაიზარდა

17.05.13 16:30

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ორგანიზაცია `იდენტობის`მიერ დაგეგმილი აქცია რუსთაველის გამზირზე ჩაიშალა. ამის მიზეზი აქციის მოწინააღმდეგეთა შეკრება გახდა.More...video clip 

რუსთაველის გამზირზე აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

17.05.13 10:25

რუსთაველის გამზირზე ერთდროულად ორი აქცია მიმდინარეობს. ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია `იდენტობა`... More...

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

17.05.13 15:06

რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს

17.05.13 14:41

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილმა მოქალაქეებს, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს მოუწოდა იმოქმედონ კანონის ფარგლებში.More...video clip 

ავღანეთში დაღუპული სამხედროების ცხედრები ოჯახებში გადაასვენეს

17.05.13 12:19

ქაშვეთის ეკლესიაში გამართული პანაშვიდის შემდეგ, ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები ოჯახებში გადაასვენეს. მომავალ კვირას მათ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.More...video clip 

პრეზიდენტი ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორს შეხვდა

17.05.13 12:03

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორს კრის კრისტის შეხვდა. როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა რეფორმატორმა კრის კრისტიმ საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და დემოკრატიული პროცესების გაგრძელების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა.More...video clip 

უმცირესობის ინიციატივას ოკუპაციის კანონთან დაკავშირებით უმრავლესობა პასუხობს

17.05.13 11:47

საპარლამენტო უმცირესობამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანოპროექტთან დაკავშირებული ინიციატივა გუშინ გააჟღერა. უმრავლესობის წარმომადგენელმა პაატა ზაქარეიშვილმა და უმცირეობის ეს შეთავაზება `წუწაობად` შეაფასა.More...video clip 


  სრული პროგრამა
ლაშა ღლონტი `პროფილში`
პიკასოს მედალი
სევდია უგრეხელიძე `ნანუკას შოუში`
ხორცის მონიტორინგი

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company