საქართველო პენტაგონის ტენდერებში მიიღებს მონაწილეობას
10.07.12 20:29
აშშ-ის ლოგისტიკის დეპარტამენტი პროდუქციას საქართველოსგანაც შეიძენს. მას ამის უფლებას კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება აძლევს. ამ თემაზე, დღეს, საქართველოს მთავრობისა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმზე იმსჯელეს.
დღეს, შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრიც იმყოფებოდა. სიმპოზიუმი ორ დღეს გასტანს – ამ პერიოდში პენტაგონის მაღალჩინოსნები 120 ქართულ კომპანიას განუმარტავენ, როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა აშშ-ის თავდაცვის უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, რომლისთვისაც ვაშინგტონმა წელს 47 მილიარდი გამოყო.
აღსანიშნავია, რომ პენტაგონის ტენდერებში მონაწილეობის საშუალება საქართველოს წელს პირველად ეძლევა.
|