ტრეფიკინგის ბრალდებით თურქეთში 66 ქალი დააკავეს
12.07.12 12:02
თურქულმა პოლიციამ ტრეფიკინგში ჩართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევერები დააკავა. ისინი უცხოეთიდან მოტყუებით ჩამოყვანილ ქალებს პროსტიტუციას აიძულებდნენ.
არალეგალური საქმიანობის ბრალდებით, სულ 66 ქალი დააკავეს, მათ შორის ქართველებიც. მათი ვინაობა და რაოდენობა უცნობია.
ისინი თურქეთში დასაქმების პირობით, მოტყუებით ჩაიყვანეს. ტრეფიკინგის ქსელში 41 ადამიანი იყო ჩართული.
სპეცოპერაცია იზმირში, აიდინსა და ანტალიაში ჩატარდა, რისთვისაც სამართალდამცველებს 6-თვიანი მუშაობა დასჭირდათ.
|