დღეს სვეტიცხოვლობა აღინიშნება
13.07.12 15:22
დღეს ქართული მართლმადიდებლური სამყარო სვეტოცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს და 12 მოციქულის ხსენების დღეს ზეიმობს.
სვეტიცხოველი სწორედ 12 მოციქულის სახელობისაა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლინა.
მცხეთაში დღეს უამრავი ადამიანი იყო ჩასული. წირვას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა.
ქადაგების შემდეგ, პატრიარქმა საქართველოს პრეზიდენტი დალოცა და საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ტრაპეზზე მიიწვია.
|