პატრიარქმა მრევლს მიმართა
13.07.12 16:08
სვეტოცხოვლობის დღესასწაულისა და 12 მოციქულის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართული წირვის შემდეგ კათალიკოს-პატრიარქმა სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა.
ილია მეორემ ქადაგებისას საქართველოსათვის მნიშვნელოვან სარჩევნო პერიოდზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ერი ვნებებს დასძლევს და მშვიდობით შეხვდება არჩევნებს.
"ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს. სამი თვის შემდეგ გველოდება პარლამენტის არჩევნები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ტალახი არ ვესროლოთ ერთმანეთს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პრეზიდენტი ამას ყველაფერს გააკეთებს. თუ ადამიანი ამ დროს თავს შეიკავებს განკითხვისაგან, ის ადამიანი ბედნიერია. იმედი მაქვს, რომ დავძლევთ ჩვენს ვნებებს, ჩვენს თავს, ჩვენს უარყოფით თვისებებს და მშვიდობით შევხვდებით ამ არჩევნებს და მშვიდობით განვითარდება ჩვენი სამშობლო. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ," - თქვა ილია მეორემ.
|