მერაბიშვილმა საგარეჯოს სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა
13.07.12 18:26
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს საგარეჯოს ახალი სამედიცინო ცენტრი დაათვალიერეს.
მინისტრებმა კლინიკაში მყოფი პაციენტები მოინახულეს და მათი პრობლემებით დაინტერესდნენ.
მოგვიანებით, პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებს შეხვდნენ.
ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ჭიაბერაშვილმა სამედიცინო პერსონალს საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა გააცნეს და ექიმებთან ერთად ჯანდაცვის რეფორმის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
შეხვედრისას პრემიერმა ჯანდაცვის ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე, ჯანმრთელობის დაზღვევის ახალ სახელმწიფო პროგრამასა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
|