თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის დაღუპვის გამო წუხს
13.07.12 18:14
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 19 წლის ჯარისკაცის კობა მახარაშვილის გარდაცვალების გამო. გარდაცვლილი გურჯაანში, საკუთარ სახლშია გადასვენებული.
დაღუპულის ახლობლების ცნობით, შემთხვევა გორის სამხედრო ნაწილში 11 ივლისს, დაახლოებით 9 საათზე მოხდა. ჯარისკაცს ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი.
მეზობლების თქმით, შემთხვევამდე კობა მახარაშვილი ოჯახს ოცი წუთით ადრე ტელეფონით ელაპარაკა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც სამხედრო პოლიცია იძიებს.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დაკრძალვის ხარჯებს სამინისტრო დაფარავს.
|