დღეს პარლამენტის წინ ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომლები იყვნენ შეკრებილნი. საპროტესტო აქციის მონაწილეები სატელიტური ანტენების დაყადაღების გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.
"მაესტროს" წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ გადაწყვეტილება შეიცვალოს, რათა ნებისმიერ მოქლაქეს, რომელსაც სატელიტური ანტენების დაყენება სურს, ამის საშუალება მიეცეს.
"მაესტროს" აქციაზე დღეს "მეცხრე არხის" თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განცხადება გააკეთა 17 მაისს თბილისში აქციაზე თავდასხმასთან დაკავშირებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა პატრიკ ვენტრელმა განაცხადა, რომ...
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას პროტესტი მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან. ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ლიდერები 17 მაისს თბილისში განვითარებული მოვლენების გამოძიებას მოითხოვენ. მათი აზრით, სამართალდამცველებმა, პირველ რიგში, აქციის ორგანიზატორები უნდა დააპატიმრონ და არა რიგითი მოქალაქეები.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ბიძინა ივანიშვილი ექსპერტთა კლუბში შეხვედრას მართავს. პრემიერ-მინისტრი ანალიტიკოსებს ხვდება და სავარაუდოდ, მათთან ერთად პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს განიხილავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპაში გაემგზავრნენ. ზურაბ აბაშიძე და დავით ზალკალიანი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრებიან.