კარალეთის ინციდენტის მონაწილეები დააკავეს14.07.12 12:10რამდენიმე დღის წინ სოფელ კარალეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები დააკავეს. განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ტექსტში ნათქვამია, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელსაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა, კოალიცია „ქართული ოცნების“ მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მოხდა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "პოლიციის მიერ ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერის შესწავლის შედეგად, იდენტიფიცირებულები და დაკავებულები არიან მომხდარ ფაქტში მონაწილე პირები: ცოტნე შენგელია, კახა გოგიაშვილი, ვლადიმერ ჯანეზაშვილი, გიორგი გოჩაშვილი. ასევე დაკავებულია ლევან მაისურაძე, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სააგენტო "ინფო 9-ის" ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს. 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა ხუთივე დაკავებულს გორის რაიონულმა სასამართლომ მიუსაჯა. |
||||||||||
![]() |
||||||||||







