სააკაშვილმა ყაზბეგში ახალი სასტუმრო მოინახულა
14.07.12 20:45
156-ნომრიანი სასტუმრო სტეფანწმინდაში უკვე პირველ დამსვენებლებს მასპინძლობს. ახლად გახნილი "რუმს ყაზბეგი" საქართველოს პრეზიდენტმა დაათვალიერა.
სასტუმრო უნიკალური დიზაინითა და ვერანდიდან შესანიშნავი ხედებით გამოირჩევა. აქ 12 ლუქსია. ოთახის საფასური 80-დან 130 დოლარამდეა.
ახალი ქართული ბრენდის მშენებლობაზე 200-მდე სპეციალისტი იყო დასაქმებული. დღეს კი კომპლექსში 90 ადამიანი მუშაობს. უმეტესობა ადგილობრივი მცხოვრებია. მათ სასტუმროში ყოფნის დროს საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა.
კომპლექსი მთლიანად ქართული ინვესტიციით აიგო. სასტუმროში უკვე ფუნქციონირებს ბარი და რესტორანი. მოქმედებს სამორინეც. უახლოეს მომავლში დაგეგმილია სპა-ცენტრის გახსნაც.
მიხეილ სააკაშვილი სასტუმრო "რუმს ყაზბეგს" მშენებლობის დროსაც, დაახლოებით, სამი თვის წინ სტუმრობდა.
|